ჩვენ ვართ მზად და გამიზნული გვაქვს, რომ ვიბრძოლოთ ჩვენი ევროპული მომავლისთვის - სალომე ზურაბიშვილი

19 ივლისი 2021, 19:09 1006 ნახვა

"ჩვენ ვართ მზად და გამიზნული გვაქვს, რომ ვიბრძოლოთ ჩვენი ევროპული მომავლისთვის, ვებრძოლოთ პოლარიზაციას. - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის, მოლდოვისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, დეკლარაციის ხელმომწერმა სახელმწიფოებმა ერთმანეთის მხარდაჭერისა და გაძლიერების  ვალდებულება აიღეს.

"ჩვენ ვართ მზად და გამიზნული გვაქვს, რომ ვიბრძოლოთ ჩვენი ევროპული მომავლისთვის, ვებრძოლოთ პოლარიზაციას. არ მოხდება არც სტაგნაცია, არც შეყოვნება, მოხდება მხოლოდ წინსვლა სწორი მიმართულებით და ეს არის გამძლეობის ნიშანი. ასოცირება არ უნდა იყოს მხოლოდ სიტყვა, მას ახალი მნიშვნელობა უნდა გააჩნდეს. უნდა გაითვალისწინოს ჩვენი სამი ქვეყნის ლიდერთა გონების, განწყობისა და მიდგომების დემოკრატიული მმართველობის, ძლიერი საზოგადოების მშენებლობის ნიშანი განვითარდეს ჩვენი ქვეყნების ეკონომიკა, საერთო მიდგომები არსებობდეს კონფლიქტების, ოკუპაციის დასაძლევად. ასოცირება ახალი მნიშვნელობის მქონე უნდა გახდეს იმდენად, რამდენადაც ჩვენ ვიკისრეთ ვალდებულება გავაძლიეროთ რეფორმები ადაპტაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან. სამომავლოდ გზა იქნება წარმატებული და კეთილდღეობისთვის გამიზნული

ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის უნდ მოემზადოს.

"ასოცირებას ახალი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს, რადგან ჩვენ ვიკისრეთ ვალდებულება, რომ გავაგრძელოთ და გავაძლიეროთ რეფორმები, ჩვენი კანონმდებლობის ადაპტაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან, გავაძლიეროთ სამართლის უზენაესობის პრინციპები და ასევე ვკისრულობთ ვალდებულებას, რომ ერთმანეთს დავუჭიროთ მხარი და გავაძლიეროთ ერთმანეთი. საერთო ხედვა გვჭირდება ჩვენი ეკონომიკის გაძლიერებისთვის. შავი ზღვა არის ყველა ამ ახალი მიდგომისა და შესაძლებლობის სიმბოლო - კავშირი, თანამშრომლობა, ვაჭრობა უკავშირდება შავ ზღვას. ყველა ამ ქვეყანაში ერთად ვიმუშავებთ ევროკავშირთან ერთად, რომ დავახლოვდეთ 3 ზღვის ინიციატივის კონტექსტში. ასოცირება არა მხოლოდ ჩვენს ქვეყნებს შორის, არამედ ევროკავშირთანაც უნდა განვახორციელოთ. ამიტომ, კონკრეტული წინადადებები გვაქვს იმისთვის, რომ თანამშრომლობის უფრო ფართო კონტექსტში, მომავლისკენ, ევროპისკენ ვიაროთ, კონკრეტული დღის წესრიგი გვქონდეს აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის და უნდა მოვემზადოთ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში