პრობლემა ქობულეთის სანაპიროზე

19 ივლისი 2021, 20:30 2376 ნახვა

პოლიეთილენის პარკები და  საყოფაცხოვრებო ნარჩენები ქობულეთის პლაჟზე. დანაგვიანებული სანაპიროს გამო, პრეტენზიებს გამოთქვამენ  საოჯახო სასტუმროების მფლობელებიც.   ამბობენ,  რომ  ტურისტები, დაბინძურებული სანაპიროს გამო,ზღვაში იშვიათად ჩადიან  და    სასტუმროს აუზით სარგებლობენ.   საოჯახო სასტუმროების მფლობელები  სანაპირო ზოლის დროულ დასუფთავებას ითხოვენ. ქობულეთის მერიის ინფორმაციით,  მობილური ჯგუფები,  თითქმის ყველა ადგილას, ინტენსიურ რეჟიმში მუშაობენ.  როგორც მირიან ქათამაძე ამბობს ,სანაპიროს სრულად დასუფთავებას კიდევ    ერთი  დღე დასჭირდება.  ქობულეთში, სანაპირო ზოლზე, რამდენიმე დღის წინ ხის კუნძები და სხვადასხვა სახის ნარჩენი გამოირიყა,  რაც  თურქეთის აკვატორიაში განვითარებული სტიქიის შედეგია.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში