მუსლიმანური სამყარო დღეს ყურბან-ბაირამს აღნიშნავს

20 ივლისი 2021, 10:25 1578 ნახვა

მუსლიმანური სამყარო დღეს ყურბან-ბაირამს აღნიშნავს. ბაირამს მუსლიმი მრევლი ბათუმის ორთა ჯამეში შეხვდა. მეჩეთში მორწმუნეები დილიდან იკრიბებოდნენ, რის შემდეგაც 06:30 საათზე ყურბან- ბაირამის ლოცვა აღავლინეს.

სადღესასწაულო ლოცვა საქართველოს მუფთმა, ადამ შანთაძემ აღავლინა. სიმრავლის გამო, წელსაც მორწმუნეთა ნაწილმა რიტუალი მეჩეთის მიმდებარე ქუჩაზე შეასრულა.

გადმოცემის მიხედვით, დღესასწაული იბრაჰიმის მიერ საკუთარი შვილის, ისმაილის მსხვერპლად მიტანას ეძღვნება. ტრადიციულად ლოცვის დასრულების შემდეგ მორწმუნეები დღეს ალაჰს მსხვერპლს სწირავენ. დღესასწაული რამადანის თვის დასრულებისთანავე იწყება და 3 დღეს გრძელდება.

მუსლიმ მრევლს ყურბან- ბაირამი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მიულოცა.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში