საქართველოში კორონავირუსის 2 616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 26 პაციენტი 

20 ივლისი 2021, 10:53 1692 ნახვა

20 ივლისისი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 26 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 880 პირი.  

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 36 375 კვლევა ტესტით, მათ შორის 22 825 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 550 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.19 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.77% ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.24%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 616 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 557 შემთხვევა, აჭარა - 205, იმერეთი - 191, ქვემო ქართლი - 117, შიდა ქართლი - 115, გურია - 24, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 128, კახეთი - 152, მცხეთა-მთიანეთი - 61, სამცხე-ჯავახეთი - 45, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 21.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 18 197 საიდანაც: 4 495 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 667, აჭარაში - 279, იმერეთში - 536. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 855 პირი, მათ შორის, თბილისში - 420, აჭარაში - 45, იმერეთში -197. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 183 პირი, მათგან თბილისში - 141, აჭარაში - 3, იმერეთში - 8. 1 120 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 759 - თბილისში, 334- აჭარაში. 12 582 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 70 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 37, ხოლო აჭარაში - 9.

სულ 6 ოქტომბრიდან - 19 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 963 პირი.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში