ბათუმი ტურისტებით სავსეა, ყველაფერი წყალში ჩაიყრება თუ ხელახლა მოგვიწია შეზღუდვების შემოტანა - პრემიერი 

20 ივლისი 2021, 11:29 4271 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ყველაფერი წყალში ჩაიყრება თუ ქვეყანაში შეზღუდვების შემოღება ისევ გახდება საჭირო. 

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, აუცილებელია ვაქცინაცია. 

''გუშინ ბათუმში, როცა ვიყავით თითქმის სავსე იყო ყველა რესტორანი, ყველა კაფე-ბარი. არა მხოლოდ ჩვენი მოქალაქეებით იყო დატვირთული, არამედ ვიზიტორებით. 

ტურისტებით არის სავსე ბათუმი. აქედან გამომდინარე მინდა თხოვნით მოგმართოთ, ეს ყველაფერი წყალში ჩაიყრება თუ ჩვენ მოგვიწია ხელახლა შეზღუდვების შემოტანა. მე არც მინდა სიტყვა დაკეტვა გავიმეორო. 

გვაქვს ძალიან ცუდი ტენდენცია, ერთი მხრივ გვინდა ეკონომიკა, პროგრესი და მოქალაქეების კეთილდღეობა შევინარჩუნოთ, გვინდა რომ ყველა იყოს ბედნიერი და გახარებული, მაგრამ მეორე მხრივ ერთადერთი მარტივი თხოვნა გვაქვს - გთხოვთ აიცერით. თუ მთავრობას ჩვენი მოქალაქეები გვერდით არ დაუდგა ჩვენ მარტო ვერაფერს გავწვდებით. რაც გასაკეთებელი იყო ყველაფერი გავაკეთეთ, ვაქცინები იმაზე მეტი გვაქვს, რაც საჭიროა, კიდევ შემოვა“, - განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში