ვთხოვ ჩვენს მოქალაქეებს, აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციაში - პრემიერი

20 ივლისი 2021, 11:40 962 ნახვა

პრემიერის განცხადებით, ვაქცინაცია ერთადერთი პრაქტიკული დაცვაა მოქალაქეების, ჯანმრთელობის და სიცოცხლის.

ირაკლი ღარიბაშვილმა მოქალაქეებს თხოვნით მიმართა, აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციაში.

მისივე განცხადებით, ქვეყანაში იმაზე მეტი ვაქცინა ჩამოიტანეს ვიდრე საჭირო იყო.

"​ვაქცინები იყო პრობლემა, თუმცა ჩამოვიტანეთ იმაზე მეტი, ვიდრე იყო საჭირო.

2 კვირის წინ უკვე ჩამოვიდა ვაქცინის მილიონი დოზა, ასევე დაიწყო „ფაიზერის“ მილიონი დოზის შემოტანა.

ასევე დაგეგმილია საჩუქრის გადმოცემა ამერიკის მთავრობისგან. გუშინწინ შემოვიდა დამატებით ნახევარი მილიონი ჩინური ვაქცინა „სინოვაკი“, მილიონ-ნახევარი გვაქვს ადგილზე. რაც ყველაზე მთავარია, აცრილებში დაინფიცირების ალბათობა არის ძალიან დაბალი და სიკვდილიანობა პრაქტიკულად განულებულია. აცრილი ადამიანის სულ რამდენიმე შემთხვევა შეიძლება არსებობდეს მსოფლიოში. ვაქცინაცია ერთადერთი პრაქტიკული დაცვაა მოქალაქეების, ჯანმრთელობის, სიცოცხლის, ამიტომაც ვთხოვ ჩვენს მოქალაქეებს, აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციაში“, - განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში