ციციშვილის კლინიკაში კოვიდინფიცირებული ჩვილი გარდაიცვალა

20 ივლისი 2021, 11:56 999 ნახვა

ციციშვილის სახელობის კლინიკაში მართვით სუნთქვაზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული მეორე ახალშობილი გარდაიცვალა, – ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა, დავით რეხვიაშვილმა განაცხადა.

ბავშვი ოკუპირებული აფხაზეთიდან თბილისში პირველ ივლისს, სუნთქვის მწვავე უკმარისობით გადაიყვანეს და მას შემდეგ მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

ჩვილს, რომელიც დაახლოებით ორი თვის იყო, ინდური, ე.წ. დელტა შტამი ჰქონდა დადასტურებული.

რაც შეეხება კლინიკაში მყოფ მესამე ახალშობილს, რომელიც კორონავირუსით არის ინფიცირებული, კლინიკაში აცხადებენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში