სემინარებსა და ტრენინგებზე დასასწრებად ე.წ. სწრაფი ტესტის ჩატარებაც საკმარისი იქნება - ნათია თურნავა

20 ივლისი 2021, 12:42 988 ნახვა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, სემინარებსა და ტრენინგებზე დასასწრებად ე.წ. სწრაფი ტესტის ჩატარებაც საკმარისი იქნება.

ნათია თურნავას თქმით, გადაწყვეტილება მიიღეს იმიტომ, რომ სემინარები და ტრენიგები გაგრძელდეს.

„სწრაფი ტესტებიც დაშვებულია. ტურიზმის ადმინისტრაციას სექტორთან კომუნიკაცია ყოველდღიურ რეჟიმში აქვს. შეიძლება რაღაცა დაზუსტდებას საჭიროებდეს, იმიტომ, რომ იცით, რომ უწყებათაშორისი საბჭო ისეთ ვითარებაში ვიღებთ გადაწყვეტილებას, სადაც ძალიან მნიშვნელოვანია სწრაფი გადაწყვეტილების მიღება. თუმცა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ კომუნიკაცია იყოს სრული. ეს არის ძალიან კარგი გადაწყვეტილება იმისთვის, რომ ტრენინგები და სემინარები არ დაიკეტოს, არ აიკრძალოს და გაგრძელდეს, მაგრამ იყოს აბსოლუტურად უსაფრთხო. ჩვენ გავითვალისწინეთ ინდუსტრიის მოთხოვნა და სწრაფ ტესტებზეც არის საუბარი, არამარტო „პისიარზე“. ეს უფრო მარტივს ხდის ამ რეგულაციის შესრულებას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში