“დინამო” ბათუმის განცხადება

20 ივლისი 2021, 10:02 1914 ნახვა

ქომაგების მოედანზე შეჭრის ფაქტის განმეორების შემთხვევაში უეფას სადისციპლინო კომიტეტი, დიდი ალბათობით, მატჩებზე გულშემატკივრების დასწრებას აკრძალავს და  ახალ არენას დისკვალიფიკაციას მიუსჯის - ამის შესახებ განცხადებას ‘’დინამო’’ ბათუმის ადმინისტრაცია  ავრცელებს.

გუნდის ხელმძღვანელობა გულშემატკივრებს მოუწოდებს, რომ თავი შეიკავონ მოედანზე ნებისმიერი ფორმით შეჭრისგან. უეფას კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ‘’დინამო’’ ბათუმსა და ‘’ტრე პენეს’’ შორის გამართული მატჩი მოედანზე ქომაგების შეჭრის გამო რამდენჯერმე შეჩერდა.

აღნიშნული ფაქტების გამო კლუბი უეფასგან სოლიდური ფულადი ჯარიმით დაისჯება და ასეთი ინციდენტის განმეორების შემთხვევაში, დამატებითი სანქციები დაეკისრება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში