საქართველოში დელტა შტამის ცირკულაცია იმატებს - თამარ გაბუნია

20 ივლისი 2021, 13:53 1186 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოში დელტა შტამის ცირკულაცია იმატებს.

თამარ გაბუნიას განმარტებით, ბავშვები, რომლებიც ციციშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ მძიმე დიაგნოზით იყვნენ და შედეგი დადგა ძალიან ცუდი, რაც უკიდურესად სამწუხარო ფაქტია.

მისივე განცხადებით, გამოსავალი არის ოჯახის წევრების სწრაფი ვაქცინაცია.

"სხვა მხრივ ბავშვების და მით უმეტეს ჩვილების პრევენციის მექანიზმი არ არსებობს, თუ არ მოხდა ოჯახის წევრების მიერ წესის დაცვა"- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

თამარ გაბუნიას განმარტებით, ბავშვებში ვირუსის გავრცელების მაჩვენებლის ზრდის გამო, გაზრდილია მცირეწლოვანთა საწოლების რაოდენობაც.

„ამ დროისთვის, ქვეყანაში 1328 თავისუფალი საწოლია. ბოლო პერიოდში, აქტიურად მიმდინარეობს ბავშვთა საწოლფონდის მობილიზება. ამ ეტაპზე, ბავშვთა საწოლფონდის თვალსაზრისით, დეფიციტი არ აღინიშნება. მოთხოვნასა და მიწოდებას შორის, ბალანსი მიღწეულია“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში