მთავარი რეკომენდაციაა, რომ ივლისი-აგვისტო სკოლის კოლექტივმა გამოიყენოს აქტიური ვაქცინაციისთვის - თამარ გაბუნია

20 ივლისი 2021, 14:13 964 ნახვა

სკოლებთან მიმართებაში ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი რეკომენდაციაა, რომ ივლისისა და აგვისტოს თვეები სკოლის კოლექტივმა გამოიყენოს აქტიური ვაქცინაციისთვის, რათა სასწავლო წელს დახვდეს უსაფრთხო გარემოში, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა.

თამარ გაბუნიას თქმით, აუცილებელია ვაქცინაცია.

„იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში გვაქვს მილიონნახევარი დოზა ვაქცინა და კიდევ ერთ მილიონს ველოდებით, სკოლებთან მიმართებაში, პირადად ჩემი და ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი რეკომენდაციაა, რომ ივლისისა და აგვისტოს თვეები სკოლის კოლექტივმა გამოიყენოს აქტიური ვაქცინაციისთვის, რათა სკოლები დახვდნენ სასწავლო წელს უსაფრთხო გარემოში.

სკოლის პირობებში დღეს შეზღუდვა გამოსავალი არ არის, არც დისტანციური სწავლა არ გადაწყვეტს ამ პრობლემას. გადაწყვეტა არის ვაქცინაცია. ამდენად, ყველასთან თხოვნა მექნება, ვინც დაკავებულია სასკოლო გარემოში სწავლებით ან მუშაობით, მიმართოს ვაქცინაციის ცენტრს. დღეს არის ნამდვილად შესაძლებლობა, რომ აიცრან“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში