მსხვერპლშეწირვას ემსგავსება ჩვენი ქორწილები და ქელეხები - პაატა იმნაძე 

20 ივლისი 2021, 14:40 3104 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ამბობს, რომ დღეს ქორწილები და ქელეხები უკვე მსხვერპლშეწირვას ემსგავსება.

"არიან ადამიანები ვინც სხვის შეცდომებზე სწავლობენ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, საკუთარ შეცდომებზე მაინც ვისწავლით. კიდევ ერთხელ ვამბობ, იღუპებიან ჩვენი ახლობლები, მეგობრები, ნათესავები. რა ვთქვა აღარ ვიცი. მსხვერპლშეწირვას ემსგავსება ჩვენი ქორწილები და ქელეხები.

კონკრეტული მაგალითების მოყვანაც შემიძლია, სამწუხაროდ ვერ დავასახელებ, ეს იქნება პირადი ინფორმაციის გავრცელება. ქელეხის შემდეგ მსხვერპლი შეწირეს გარდაცვლილს და კიდევ ერთი ადამიანი კორონათი დაიღუპა, ახლახანს მოხდა ერთ-ერთ რაიონში.

მე ვერ გეტყვით ის ხელისუფლების მომხრე იყო თუ ხელისუფლების მოწინააღმდეგე ვინც დაიღუპა. მე ის ვიცი, რომ მან ქორწილი და ქელეხი მოაწყო და მერე ადამიანები დაიღუპნენ," - აცხადებს პაატა იმნაძე. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში