დაიწყება თუ არა ვაქცინაციის პროცესი ბავშვებში?

20 ივლისი 2021, 17:58 927 ნახვა

საგანგაშო ეპიდვითარების ფონზე დაიწყება თუ არა ბავშვების ვაქცინაცია ქვეყანაში? ჯერ-ჯერობით საკითხი დღის წესრიგში არ დგას,აცხდებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი. ამირან გამყრელიძის თქმით,ფაიზერის გარდა, დანარჩენ ვაქცინებზე კვლევები არ არის, აიცრან თუ არა  ბავშვები. მისივე ინფორმაციით, ერთადერთი ჩინური ვაქცინა გადის მესამე ფაზის კვლევებს 3 წლის ზემოთ ბავშვებში. ვიდრე გადაწყდება დაიწყება თუ არა ბავშვების ვაქციანცია, მანამდე სპეციალისტები ბავშვების დაცვის ერთადერთი შესაძლებლობა მშობლების იმუნიზაციაში ხედავენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში