ჟურნალისტების აქცია

20 ივლისი 2021, 18:11 1014 ნახვა

პარლამენტთან გაიმართა დღეს მედიის მორიგი საპროტესტო აქცია. როგორც ჩემი კოლეგები ამბობენ, აქციები არ შეწყდება, იქამდე ვიდრე ირაკლი ღარიბაშვილი არ დატოვებს თანამდებობას.ასევე ითხოვენ დამნაშავეების დასჯას. აქციის მონაწილეების თქმით, ეპიდვითრებიდან გამომდინარე აქციები არ იქნება მასშტაბური,უმცა იქნება ყოველდღიური. დღევანდელ აქციაზე მოხდა ინციდენტიც. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის უკანა შესასვლელთან პლაკატების გაკვრა სცადეს, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს. მოგვიანებით ორი  ჟურნალისტი პარლამენტის შენობაში დაუშვეს. ნანუკა ჟორჟოლიანი და ვახო სანაია ბიუროს სხდომის დასრულებას ელოდებოდნენ, თუმცა დეპუტატებმა დარბაზი სხვა გასასვლელით დატოვეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში