საქართველოში კორონავირუსის 2415 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 26 პაციენტი

21 ივლისი 2021, 10:56 1184 ნახვა

​საქართველოში კორონავირუსის 2415 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა კიდევ 943 პაციენტი, გარდაიცვალა 26.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.42%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.03% ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.53%.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 37 627 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 135 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 492 PCR ტესტით.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 415 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 391 შემთხვევა, აჭარა - 202, იმერეთი - 147, ქვემო ქართლი - 172, შიდა ქართლი - 90, გურია - 47, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 97, კახეთი - 149, მცხეთა-მთიანეთი - 67, სამცხე-ჯავახეთი - 40, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 13.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 393 360-ს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში