ჩინეთში წყალდიდობის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა

21 ივლისი 2021, 09:58 793 ნახვა

ჩინეთის ჰენანის პროვინციაში ძლიერი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა.   ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ყვითელი მდინარე ნაპირებიდან გადმოვიდა და დასახლებები დატბორა. 100 ათასამდე ადამიანი ევაკუირებულია უსაფრთხო რაიონებში.

ჰენანის პროვინციაში შეფერხებულია სარკინიგზო და საავტომობილო მიმოსვლა, გაუქმდა და გადაიდო ავიარეისები. პროვინციაში ერთ-ერთი კაშხლის გარღვევის საფრთხეა შექმნილი.

ჰენანის პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრში, პარალიზებულია სატრანსპორტო სისტემა. რამდენიმე საბავშვო ბაღიდან ბავშვების გამოყვანას ვერ ახერხებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში