ქუთაისის აეროპორტსა და ბათუმში უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე დააკავეს

21 ივლისი 2021, 11:08 896 ნახვა

ბათუმში და ქუთაისის აეროპორტში  თურქეთის  რესპუბლიკის 5 მოქალაქე დააკავეს. 4-ს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობა და ყალბი დოკუმენტების გამოყენება ედება ბრალად.

კიდევ ერთს კი ბრალი საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ყალბი საბუთების გამოყენებით ორი ან მეტი მიგრანტის უკანონოდ გადაყვანისთვის წარუდგინეს.

გამოძიების ინფორმაციით,  ბრალდებულები ქუთაისი-მილანის რეისით, მილანის მიმართულებით გაფრენას აპირებდნენ.    

დანაშაული 3-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში