საქართველოში ეპიდვითარება უარესდება, საშიშროება სერიოზულია - ამირან გამყრელიძე

21 ივლისი 2021, 12:42 3121 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ეპიდვითარება უარესდება, საშიშროება სერიოზულია. ყველამ უნდა გაითავისოს, რომ შევდივართ ძალიან სერიოზულ ფაზაში.

"დღეს და გუშინდელი მონაცემები დაახლოებით იმეორებს იმ მონაცემებს, რაც მაისის პიკზე გვქონდა და რაც ნოემბრის დასაწყისში იყო. უნდა დავიცვათ  რეკომენდაციები და პირველ რიგში პირბადე, ყველა დახურულ შენობაში. მოეშვა ხალხი, ასევე ღია სივრცეში, იქ სადაც იკრიბება 5-6 ადამიანი"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძე ამბობს, რომ მთავარია ვაქცინაცია.

"ქვეყანაში არის ვაქცინების საკმარისი რაოდენობა და იქნება კიდევ უფრო მეტი, ამიტომ ყველა უნდა წავიდეთ და ავიცრათ. დღევანდელი ეპიდსიტუაციის გაუარესებას გააჩერებს ორი რამ, წესების დაცვა და ავიცრათ ყველა.

ცოტა ხანი თავი შევიკავოთ დიდ თავშეყრებზე, ქორწილებზე, დაბადების დღეებზე, კონცერტებზე. ყველა მოვდუნდით, საზოგადოება მოდუნდა"- განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე განცხადებით, ეპიდსიტუაციამ 26 ივნისიდან დაიწყო გაუარესება და დღეს სერიოზულადაა გაუარესებული. თუ ასე გაგრძელდა, დაავადებათა კონტროლის ცენტრი საკოორდინაციო საბჭოს შეზღუდვების გამკაცრების რეკომენდაციით მიმართავს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში