მსოფლიო პანდემიას ვერ უმკლავდება - ჯანმო

21 ივლისი 2021, 14:06 1678 ნახვა

არსებობს კორონავირუსის უფრო საშიში შტამის საფრთხე, ვიდრე "დელტაა", - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადჰანომ გებრეისუსმა ტოკიოში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 138-ე სესიაზე გამოსვლისას განაცხადა. მისი განცხადებით, პანდემია   განსაცდელია, რომელსაც მსოფლიო  ვერ უმკლავდება.

ჯანმოს ხელმძღვანელის  აზრით,  თითოეული ქვეყნის მოსახლეობის 70% -ის ვაქცინაცია არა მხოლოდ შეაჩერებს კორონავირუსის პანდემიას, არამედ გლობალური ეკონომიკის განახლების შესაძლებლობასაც მისცემს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში