საპროტესტო პერფომანსი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამმართველოსთან

21 ივლისი 2021, 14:10 1336 ნახვა

კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრისა და შპს ,, ლობი ჯგუფი საქართველო 41-ს  ხელმძღვანელმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, აჭარისა და გურიის სამმართველოსთან  პერფორმანსი მოაწყო.

მერაბ ღოღობერიძემ საფინანსო პოლიციის შესასვლელში ქვა- ღორღი დაყარა. მისივე განცხადებით, გამოძიება მას ინერტული მასალის უკანონო მოპოვებაში ედავება. 

მერაბ ღოღობერიძე მის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას 14 წლის წინ, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის დარბევის საქმეზე პოლიციელების - გიორგი  და დავით მუშკუდიანების წინააღმდეგ   მიცემულ   ჩვენებს უკავშირებს.

ღოღობერიძის თქმით,  ისინი  ახლა სამმართველოში  მაღალ თანამდებობებზე მუშაობენ და  მთავრობისგან აქვთ დავალებული,  რომ საქმე აღეძრათ. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ჯერ ჯერობით საპასუხო კომენტარი არ გაკეთებულა. 

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში