გართულებული ეპიდვითარება

21 ივლისი 2021, 18:15 1266 ნახვა

ეპიდსიტუაცია მძიმდება, საქართველომ ნარინჯისფერი ზონიდან წითელ ზონაში გადაინაცვლა, რაც ეპიდემიოლოგების განცხადებით განგაშის ერთ-ერთი საფუძველია. მედიკოსების ნაწილი, ფიქრობს, რომ შესაძლოა მოხდეს ჰოსპიტალური სექტორის  გადატვირთვა, რადგანაც კლინიკებში  გადაჰყავთ ისეთი პაციენტებიც, რომლებიც იქ მკურნალობას არ საჭიროებენ.

ჯანდაცვის სამინისტროში ამ მოსაზრებას ნაწილობრივ იზიარებენ და აცხადებენ, რომ სწორედ ამ გარემოების გამო იზრდება  კოვიდ სასტუმროების რიცხვი.  ცნობისთვის დღეს ქვეყანაში კორონავირუსის  2 ათას 415 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათგან 202 აჭარაში. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში