დროშის დაზიანებაზე სანქციები მკაცრდება - საკანონმდებლო ინიციატივა

21 ივლისი 2021, 18:10 643 ნახვა

თუ ინიციატივა  კანონად იქცევა, მაშინ  სახელმწიფო უწყებების შენობებთან განთავსებული იმ ქვეყნების დროშის დაზიანებაზე, რომლებთანაც საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები აქვს,  სანქციები დაწესდება. საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტის თავმჯდომარემ  დღეს ოპოზიციას გააცნო. კანონპროექტის პირველადი ვერსიის გათვალისწინებით, დროშის დაზიანებისთვის 1 000-ლარიანი ჯარიმა იქნება გათვალისწინებული.

იგივე პირის მიერ იგივე ქმედების განმეორების შემთხვევაში, მოსამართლეს ექნება დისკრეცია, ადმინისტრაციული პატიმრობა გამოიყენოს. კანონპროექტის ინიცირება რიგგარეშე სხდომების ფორმატში იგეგმება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში