ბათუმის ბულვარში მამაკაცი მოკლეს 

22 ივლისი 2021, 10:36 12369 ნახვა

ბათუმის ბულვარში მამაკაცი დაჭრეს და რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. შემთხვევა, გვიან ღამით, ერთ-ერთ კაფესთან მოხდა.  გარდაცვლილი სავარაუდოდ, კაფის მეპატრონის ახლობელია, რომელიც  ობიექტის დაცვის სამსახურში მუშაობდა.  

არსებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ კონფლიქტი უძღოდა. თვითმხილველების თქმით, მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით, ერთ-ერთმა სტუმარმა მიაყენა.

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, რომ ბრიგადას 60 წლამდე ასაკის მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში