მთავარ გამოწვევად რჩება რუსეთი და რუსეთის მიერ ჰიბრიდული მეთოდებით ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლა - ჯუანშერ ბურჭულაძე ​

22 ივლისი 2021, 12:40 1156 ნახვა

შემუშავებული გვაქვს 5 ძირითადი პრიორიტეტული მიმართულება, ესენია: ჯავშანსაწინააღმდეგო, საჰაერო, საარტილერიო, სადაზვერვო და საინჟინრო შესაძლებლობები, - ამის შესახებ, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის სამინისტროს 10-წლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.

ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით,  საქართველომ უკვე დავიწყეთ თითოეულ პრიორიტეტულ მიმართულებაზე მუშაობა.

"ჩვენ ყველა ამ პრიორიტეტული მიმართულებით გაწერილი გვაქვს გეგმა, რომლის მიხედვითაც შემდეგი 10 წლის განმავლობაში მოხდება რესურსების ფოკუსირება, წლების მიხედვით თითოეულ ძირითად და ზოგად პრიორიტეტებზე. შესაბამისად, შემუშავებული გვაქვს თავდაცვის ძალების 2030 წლის პრიორიტეტების მხარდაჭერის დროის გრაფიკიც. საერთო ჯამში ჩვენ შევძლებთ, რომ არსებული საბჭოთა შეიარაღების სისტემების ჩანაცვლება თანამედროვე შეიარაღების სისტემებით მოხდეს, რაც თავდაცვის ძალების მოთხოვნებს პასუხობს"- განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

მინისტრის განცხადებით, მთავარ გამოწვევად რჩება რუსეთი და რუსეთის მიერ ჰიბრიდული მეთოდებით ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლა.

"მთავარ გამოწვევად რჩება რუსეთი და რუსეთის მიერ ჰიბრიდული მეთოდებით ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლა. ეს არის როგორც თანამედროვე ტექნიკის გამოყენება, ასევე, სადაზვერვო საშუალებების გამოყენება. უნდა ვიყოთ ყოველთვის ფხიზლად და მზად ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

 


 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში