საქართველოში კორონავირუსის 2 460 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 20 პაციენტი

23 ივლისი 2021, 10:59 1267 ნახვა

23 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 460 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა კი 395 621 გახდა. მათ შორის გამოჯანმრთელდა 369 483 პაციენტი.

ბოლო 24 საათში, კორონავირუსისგან 20 ადამიანი გარდაიცვალა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე COVID-19-ს ქვეყანაში 5 636 ადამიანი ემსხვერპლა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.32 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.38 % ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.03 %.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 460 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 363 შემთხვევა, აჭარა - 240, იმერეთი - 196, ქვემო ქართლი - 139, შიდა ქართლი - 118, გურია - 36, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 89, კახეთი - 181, მცხეთა-მთიანეთი -62, სამცხე-ჯავახეთი - 25, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 21 834 საიდანაც 4 780 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 711, აჭარაში - 374, იმერეთში - 593. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 934 პირი, მათ შორის, თბილისში - 450, აჭარაში - 61, იმერეთში -205. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 205 პირი, მათგან თბილისში - 155, აჭარაში - 4, იმერეთში - 11.

1 487 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 831 - თბილისში, 464- აჭარაში. 15 567 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 50 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 40, ხოლო აჭარაში - 10.

სულ 6 ოქტომბრიდან - 22 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 972 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 215 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 5 432, პირი, აჭარაში - 2 355, იმერეთში - 1 564.

 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში