„ფაიზერით“ ვაქცინაცია 37 დაწესებულებაში იქნება შესაძლებელი - თამარ გაბუნია

23 ივლისი 2021, 11:15 988 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, „ფაიზერით“ იმუნიზაცია ქვეყნის მასშტაბით 37 სამედიცინო დაწესებულებაში იქნება შესაძლებელი.

მისივე თქმით, „ფაიზერზე“ რეგისტრაცია პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში შესაძლებელი იქნება როგორც პორტალის, ასევე ცხელი ხაზის მეშვეობით.

რაც შეეხება, რეგისტრაციის დაწყების დროს, მისივე განმარტებით, დამატებით ინფორმაციას მოსახლეობა მიიღებს მას შემდეგ, რაც „ფაიზერი“ საქართველოში შემოვა.

„რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება რეგისტრაციის პორტალის, ასევე ცხელი ხაზის, 15 22-ის საშუალებით პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში, რათა ერთიანი რიგი დავიცვათ. შემდეგ ისევ შესაძლებელი იქნება ვირტუალური რეგისტრაციაც. მოქალაქეს, რომელიც ვერ მოახერხებს პორტალზე ან 15 22-ზე რეგისტრაციას, შეეძლება, სამედიცინო დაწესებულებაში მივიდეს, რისთვისაც ქვეყნის მასშტაბით შერჩეულია 37 დაწესებულება. ადგილების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება, რათა რიგი არ შეიქმნას და ყველა მსურველი მოკლე ხანში დაკმაყოფილდეს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

თამარ გაბუნიას განცხადებით, მოქალაქეებისთვის, რომლებმაც „ფაიზერის“ პირველი დოზა გაიკეთეს, მალე დაიწყება მეორე დოზისთვის რეგისტრაცია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში