მკვლელობა ზუგდიდში

23 ივლისი 2021, 11:50 1177 ნახვა

ერთი გარდაცვლილი და ერთი დაჭრილი - ზუგდიდში ორ მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. არსებული ინფორმაციით, 65 წლამდე მამაკაცი  ადგილზე გარდაიცვალა.  დაჭრილია მისი შვილიც.  შემთხვევა   ტოლსტოის ქუჩაზე მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ინციდენტს წინ უძღოდა შელაპარაკება. მამაკაცი ამავე ქუჩაზე მდებარე ბენზინგასამართი სადგურის მეპატრონეა.

როგორც ადგილობრივები ყვებიან, მამა - შვილთან უცნობი მამაკაცი მივიდა და მათი მისამართით რამდენჯერმე გაისროლა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში