ტურნირი მინი ფეხბურთში დასრულდა

21 ნოემბერი 2016, 00:00 3729 ნახვა

საჯარო უწყებებს შორის მინი-ფეხბურთში მორიგი ტურნირის გამარჯვებული ბათუმის მერია გახდა. მუნიციპალიტეტის ნაკრებმა შემოსავლების სამსახურის გუნდი პენალტების სერიაში დაამარცხა. ტურნირის მესამე პრიზიორი აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო გახდა. გამარჯვებულებს საჩუქრები და თასები გადაეცათ. დაჯილდოვდნენ საუკეთესო მოთამაშეებიც. სულ ტურნირში 7 უწყება მონაწილეობდა. მინი-ფეხბურთში რიგით მეათე ჩემპიონატი ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა. 

ამავე კატეგორიაში