ისრაელმა საქართველო ''წითელი ქვეყნების'' სიაში შეიყვანა და ვიზიტორებისთვის გამგზავრება შეაჩერა

23 ივლისი 2021, 13:39 2594 ნახვა

ისრაელმა საკუთარ მოქალაქეებს 30 ივლისიდან საქართველოში კორონავირუსის გავრცელების გამო მოგზაურობა აუკრძალა.

ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, 30 ივლისიდან საქართველო შედის "წითელი" ქვეყნების სიაში, სადაც ისრაელელი ვიზიტორებისთვის გამგზავრება ნებადართული აღარ იქნება. აკრძალვა არ იმოქმედებს გამონაკლის შემთხვევებზე.

''აღნიშნული სტატუსის გადახედვა მოხდება ყოველკვირეულად და საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების შემთხვევაში, შესაბამისი შეზღუდვები შემცირდება, ან მოიხსნება'' - წერია საელჩოს განცხადებაში. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში