რა შეიცვალა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე რეგისტრაციის პროცესში - მინისტრის განმარტება 

23 ივლისი 2021, 14:20 1101 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ვაქცინაციის მსურველებს, „ფაიზერზე“ რეგისტრაციისას, ტექნიკური პრობლემა აღარ შეექმნებათ, რეგისტრაციის მოდელი შეიცვალა. 

„საიტი იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, სუსტი წერტილი, რომელიც ვაქცინაციის მართვისას გამოვლინდა. ამასთან დაკავშირებით, რამდენიმე უწყებამ ერთად იმუშავა, რის შედეგადაც, როგორც აიტისპეციალისტები მიდასტურებენ გვაქვს საიტი, რომელიც გამართულად მუშაობს. მოლოდინი, რომ რაიმე შეფერხება იქნება, არ არის. მას აქვს რამდენიმეშრიანი გადაზღვევა. აქედან გამომდინარე, ვთვლით, რომ ეს პროცესი შეუფერხებლად უნდა წარიმართოს.  განხორციელდა რამდენიმე ცვლილება, რომელიც რეალურად უმნიშვნელო ცვლილება არის, მაგრამ საიტის შეუფერხებელ მუშაობას უზრუნველყოფს. 

კოვიდ19 ვაქცინაციისთვის ელექტრონული მოდელი სრულად განახლდა, მისი გამტარუნარიანობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. 

პირველი რეგისტრაციის დროს აიტი სამსახურმა დააფიქსირა, რომ 12 000 ჯავშანზე მოდიოდა 120 000 მსურველი, იქედან გამომდინარე რომ მიწოდება იყო შეზღუდული, ამან გამოიწვია შეფერხებები საიტზე. 

ასევე შეიცვალა რეგისტრაციის მეთოდი. წინასწარი ჯავშების შესახებ საბოლოო დასტური მოქალაქეებს 24 საათის განმავლობაში მიუვათ. პროგრამაში იყო დაშვებული რამდენიმე შემთხვევა, რაც გულისხმობდა იმას, რომ რამდენჯერმე ხდებოდა თითოულ პროგრამასთან მიმართვიანობა რაც გამტარუნარიანობას აფერხებდა.

ახლა ეს ნაკადი არის იმ კანონზომიერებით რაც უზრუნველყოფს გამტარუნარიანობას და უქმნის კონფორტს IT სამსახურს, ვინაიდან რამდენჯერმე მისდიოდათ მესიჯი და მესიჯები იყო გაურკეველი და არეული, ეს რომ არ განმეორდეს, გადაზუსტებული ინფორმაცია მიუვა ჩვენს მოქალაქეებს” – აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში