ავღანეთის მთავრობა ''თალიბანის'' განცხადებას ეხმაურება

23 ივლისი 2021, 14:48 1142 ნახვა

„თალიბანის“ განცხადება იმის თაობაზე, რომ ავღანეთის საზღვრების 90%-ს აკონტროლებენ, სრული სიცრუეა, - განაცხადა ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა. „ეს არის პროპაგანდა, რომელსაც არანაირი საფუძველი არ აქვს.

ავღანეთის უსაფრთხოების ძალები საზღვრების გასწვრივ სიტუაციას აკონტროლებენ. ძირითადი ქალაქები ჩვენი კონტროლის ქვეშ არის“, - აღნიშნა ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

19 ივლისს ავღანეთში 15-მა დიპლომატიურმა მისიამ და ნატოს წარმომადგენელმა თალიბებს სამხედრო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდეს. 1-ელ მაისს შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში