ლიბანისა და იორდანიის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლა PCR-ტესტის უარყოფითი პასუხით შეუძლიათ

23 ივლისი 2021, 16:14 1107 ნახვა

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებსა და რეზიდენტებს საქართველოს საზღვარზე შემოსვლა PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე შეუძლიათ, ემატება ლიბანი და იორდანია.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

საქართველოში საჰაერო გზით შემოსვლის უფლება აქვთ ქვემოთ მითითებული სახელმწიფოების მოქალაქეებსა და ამავე ქვეყნებში ბინადრობის (ცხოვრების) უფლების მქონე პირებს:

. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები

. ისრაელის სახელმწიფო

. თურქეთის რესპუბლიკა

. შვეიცარიის კონფედერაცია

. ნორვეგიის სამეფო

. ამერიკის შეერთებული შტატები

. დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო

. საუდის არაბეთის სამეფო

. კატარის სახელმწიფო

. არაბთა გაერთიანებული საამიროები

. ბაჰრეინის სამეფო

. სომხეთის რესპუბლიკა

. აზერბაიჯანის რესპუბლიკა

. უკრაინა

.ყაზახეთის რესპუბლიკა

. რუსეთის ფედერაცია

. ბელარუსის რესპუბლიკა

. უზბეკეთის რესპუბლიკა

. ტაჯიკეთის რესპუბლიკა

. ყირგიზეთის რესპუბლიკა

თურქმენეთი.

მოქალაქეებმა სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე უნდა წარადგინონ საზღვრის კვეთამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტი;

საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს, უნდა ჩაიტარონ PCR კვლევა, საკუთარი ხარჯებით;

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთამდე უნდა შეავსონ სპეციალური ელექტრონული ანკეტა, სადაც უნდა მიეთითოს ბოლო 14 დღის მოგზაურობის ისტორია, საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი, საკონტაქტო ინფორმაცია და ა.შ;

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში