არჩილ ჩიქოვანმა მთავრობის სხდომაზე, ბათუმში მიმდინარე და განსახორციელებელ პროქტებზე ისაუბრა 

23 ივლისი 2021, 17:50 1252 ნახვა

​ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა, აჭარის მთავრობის სხდომაზე, რომელიც აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით გაიმართა,  გაზრდილი ბიუჯეტის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა, სადაც ბათუმის 2021 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებზე და ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა. 

მისივე თქმით, სატრანსპორტო პოლიტიკის განვითარების მიმართულებით წელს ბათუმში 40 ახალი მუნიციპალური ავტობუსის შეძენა მოხდება.

მიმდინარეობს 20-მდე სკვერის მშენებლობა - რეაბილიტაცია, რეკრეაციული სივრცეების და მწვანე ზონების მოწყობა.

ბიუჯეტის პრიოირიტეტები ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებზეა გადანაწილებული. საგზაო და სპორტული ინფრასტრუქტურის ფარგლებში, მიმდინარეობს 100-მდე ქუჩისა და ჩიხის კეთილმოწყობა, 30-მდე სპორტული მოედნის მშენებლობა-რეაბილიტაცია.

ჩაქვის ტერიტორიაზე, დაიწყება მრავალფუნქციური ზონის მოწყობა, რომლის ფარგლებში დაგეგმილია იპოდრომის, ცხოველთა თავშესაფრისა და სკვერის მშენებლობა. ტენდერი უკვე გამოცხადდა, რისთვისაც 10 მილიონამდე ლარია გამოყოფილი.

ბათუმის ბიუჯეტი 46 მილიონ 807 ათას 300 ლარით გაიზარდა, საერთო ჯამში კი ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 237 მილიონ ლარს შეადგენს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში