საპატიო ბათუმელების დაჯილდოვება

23 ივლისი 2021, 18:22 1680 ნახვა

მთავრობის სხდომაზე დღეს საპატიო ბათუმელები დააჯილდოვეს. წელს ეს წოდება არქიტექტორ გია ბაღოშვილს, პოეტ ცისანა ანთაძეს, ექიმ თეიმურაზ პეშკოვს, პედაგოგსა და მეტყველების პედაგოგს თამილა მეიშვილს, მუსიკოს ედნარ ქიქავას, საოპერო მომღერლებს მარიამ ჯახუტაშვილსა და ირაკლი კახიძეს, ასევე კინომსახიობ გუჯა ბურდულს და საქართველოს პოლიციის ვეტერანთა კავშირის პრეზიდენტს ალი ბაკურიძეს მიენიჭა.

დაჯილდოების ღონისძიება აპრილში „ბათუმობის“  დღესასწაულზე იყო ჩანიშნული, თუმცა პანდემიის გამო დაჯილდოვების ცერმონიალი წელს არ გაიმართა.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში