დაკავება დიდი ოდენობით თანხის თაღლითობის ფაქტზე

23 ივლისი 2021, 18:32 1232 ნახვა

პროკურატურამ შვედეთის მოქალაქის დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე საქართველოს 3 მოქალაქე დააკავა. "გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები შვედეთის მოქალაქეს დაკარგული აქციების დაბრუნებას დაპირდნენ. ფიზიკური პირის ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, ბრალდებულებმა არარეზიდენტი საწარმო დააფუძნეს და თაღლითური სქემა შეიმუშავეს, რის შემდეგაც დაკავებულებმა ჯამში 48 900 ევროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინეს,"- აცხადებენ პროკურატურაში.  

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში