აჭარა ტოკიოს ოლიმპიადაზე

23 ივლისი 2021, 20:50 1786 ნახვა

57 წლის შემდეგ, ტოკიოში ზაფხულის ოლიმპიადა დაიწყო. თამაშებზე 206 ქვეყნის 11 000-ზე მეტი სპორტსმენი იასპარეზებს. საქართველო კი ოლიმპიადაზე სპორტის 11 სახეობაში, 35 სპორტსმენით წარსდგება. იაპონიის დედაქალაქში ქართული დროში ლაშა ტალახაძემ და ნინო სალუქვაძემ შეიტანეს. ჩვენი ქვეყანა ოლიმპიადაზე ყველაზე მრავალრიცხოვანი შემადგენლობით ძიუდოში წარსდგება. თამაშები იაპონიაში 8 აგვისტომდე გაგრძელდება.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში