საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორზე ძალადობაში ბრალდებულს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

23 ივლისი 2021, 21:03 905 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს პირველი არხის ოპერატორის, ილია თვალიაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა ცოტა ხნის წინ გამოიტანა. 

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი წარუაშვილის 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში