დიდი მოთხოვნა „ფაიზერზე“

24 ივლისი 2021, 15:30 1233 ნახვა

დღეს 12 საათზე პფაიზერზე რეგისტრაცია დაიწყო და ამ დროისთვის უკვე 118 ათასამდე მოქალაქე დარეგისტრირდა და კიდევ 34 ათასი ადგილია დარჩენილი.. წინა ფაიზერზე რეგისტრაციისგან განსხვავებით, რეგისტრაციის პორტალი გამართულად მუშაობს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით სულ ფაიზერზე რეგისტრაცია 37 კლინიკაში იქნება შესაძლებელი და ამ კუთხით 110 ბრიგადა იმუშავებს. რეგისტრაცია შესაძლებელია 16 წლიდან ადამიანებისთვის 18 წლამდე, მოქალაქეები ვალდებულები იქნებიან, ვაქცინაციისთვის იქონიონ მშობლის ან მეურვის თანხმობა.. რეგისტრაციაზე დასტურს ესემესის სახით  მოქალაქეები 24 საათის შემდეგ მიიღებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში