მარიამ იმნაძე კორონავირუსის გამო ოლიმპიადაზე მონაწილეობას ვერ მიიღებს

24 ივლისი 2021, 21:06 2091 ნახვა

მოცურავე მარიამ იმნაძე ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ქართველ სპორტსმენს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკადის ექიმმა ზურაბ კახაბრიშვილმა დაადასტურა.

„გაკეთდა PCR ტესტი, მარიამს დაუდასტურდა კორონავირუსი. სამწუხაროდ რეგულაციების გათვალისწინებით, გამოაკლდება ოლიმპიადას. ვეცადეთ, შეჯიბრებამდე შემდგომი ტესტირება ყოფილიყო უარყოფითი, მაგრამ ვერ მოვახერხეთ, რადგან რეგულაციები ძალიან გამკაცრებულია", - განაცხადა კახაბრიშვილმა.

მარიამ იმნაძე ოლიმპიადაზე 28 ივლისს 100 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში უნდა ჩართულიყო.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში