25 ივლისის ქართველი ოლიმპიელების ასპარეზობის განრიგი

24 ივლისი 2021, 23:38 2082 ნახვა

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მეორე დღეს 5 ქართველი სპორტსმენი სამ სხვადასხვა სპორტის სახეობაში იასპარეზებს.

თბილისის დროით 04:00 საათიდან ოლიმპიადაზე მსროლელი ნინო სალუქვაძე გამოვა. სალუქვაძესთვის ეს მე-9 ოლიმპიური თამაშებია, რაც ქალთა შორის საუკეთესო შედეგია.

06:00 საათიდან ასპარეზობას ძიუდოისტები დაიწყებენ. ქალთა შორის -52 კგ-ში ძალებს ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი მოსინჯავს. მისი მეტოქე ევროპის ჩემპიონი ფრანგი ამანდინ ბუშარი იქნება.

06:50 საათიდან ოლიმპიადაზე 67 კგ წონით კატეგორიაში ძალოსანი გოგა ჩხეიძე B ჯგუფში იასპარეზებს.

08:30 საათზე კიდევ ერთი ძიუდოისტი გამოვა. ამჯერად მამაკაცთა შორის 66 კგ.ში ვაჟა მარგველაშვილი მედლის მოპოვებას შეეცდება.

ვაჟას პირველ წრეში ჭიდაობა არ მოუწევს. ის ნომერ პირველ ტატამიზე მე-18 ორთაბრძოლას გამართავს. მარგველაშვილი იაკუბ შამილოვისა და სებასტიან ზაიდლს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

10:50 საათიდან საქმეში ძალოსანი შოთა მიშველიძე A ჯგუფში იასპარეზებს.

25 ივლისს ტოკიოში მედლები სპორტის 10 სახეობაში გათამაშდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში