შეტაკება ათენში სავალდებულო ვაქცინაციის საწინააღმდეგო აქციაზე

25 ივლისი 2021, 12:03 1972 ნახვა

ათენში სავალდებულო ვაქცინაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა.პროტესტის მონაწილეები  აცხადებდნენ, რომ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების იძულებითი ვაქცინაცია დაუშვებელია და ადამიანებს არჩევანი უნდა ჰქონდეთ.მსგავსი აქცია ათენში უკვე მესამედ გაიმართა.დემონსტრაციის დროს აქტივისტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა.

პოლიციამ შეკრებილების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. საბერძნეთის ხელისუფლებამ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების და მოხუცთა თავშესაფრების პერსონალის სავალდებულო ვაქცინაციის გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში