წყალდიდობის მძიმე შედეგები ინდოეთში

25 ივლისი 2021, 12:00 1185 ნახვა

ინდოეთის დასავლეთ ნაწილში მუსონური წვიმების შედეგად მოსულმა უხვმა ნალექებმა წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია, რასაც სულ მცირე 100 ადამიანი ემსხვერპლა.ინდოეთის ხელისუფლების ინფორმაციით, მაჰარაშთრას შტატში მეწყერს 54 ადამიანი ემსხვერპლა, გონდიასა და ჩანდრაპურის შტატებში კი წყალდიდობის შედეგად 57 ადამიანი დაიღუპა.

სამაშველო ოპერაციაში ეროვნული არმია, ფლოტი და ეროვნული ძალებია მობილიზებული.მაშველებმა 1 000-ზე მეტი ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში