„ფაიზერის“ პირველი დოზით ვაქცინაცია დღეიდან დაიწყო

26 ივლისი 2021, 10:04 885 ნახვა

„ფაიზერის“ პირველი დოზით ვაქცინაცია დღეიდან დაიწყო.

„ფაიზერით“ იმუნიზაცია მოქალაქეებს 37 სამედიცინო დაწესებულებაში შეეძლებათ.

ვაქცინის პირველ დოზებზე რეგისტრაცია 24 ივლისს განახლდა და სულ 147 000-მდე პირი დარეგისტრირდა.

„ფაიზერზე“ რეგისტრაცია შესაძლებელი იყო 16 წლის და ზემოთ ასაკის, ასევე ინფექციის დადასტურებიდან 30 დღის გასვლის შემდეგ ყველა იმ პირისთვისაც, რომელმაც კოვიდინფექცია გადაიტანა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში