უპასუხისმგებლო, რამდენიმედღიანმა აქციებმა ინფიცირების შემთხვევები გააორმაგა - პრემიერი

26 ივლისი 2021, 11:15 1294 ნახვა

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, უპასუხისმგებლო, რამდენიმედღიანმა აქციებმა ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევების გაორმაგება გამოიწვია.

"ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ინფიცირების მაჩვენებლების დინამიკას, პრაქტიკულად გაორმაგება მოხდა ბოლო 2 დღის განმავლობაში.

უპასუხისმგებლო, რამდენიმედღიანი აქციების შედეგიც არის, პირდაპირ ის რაც მოხდა, რადგან ამ აქციების შემდეგ მოხდა ინფიცირების შემთხვევების გაორმაგება.

ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ გამოიჩინონ მეტი სიფრთხილე და პასუხისმგებლობით მოეკიდონ ჩვენს აქტივობას იქნება ეს მცირე თუ ხალხმრავალი შეკრებები.

ჩვენ ყველაფერი გავხსენით, ეკონომიკა რამდენიმე თვეა ძალიან სწრაფი ტემპით იზრდება. 12%-იანი ზრდა გვაქვს პრაქტიკულად პირველ 6 თვეში, რამაც იმის საშუალება მოგვცა, რომ არც ერთი ლარი ვალი, წელს არ აგვიღია.

წლევანდელი ბიუჯეტი მილიარდით გავზარდეთ"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში