ხანძარი კუნძულ სარდინიაზე-იტალიამ დახმარებისთვის ევროკავშირს მიმართა

26 ივლისი 2021, 10:01 540 ნახვა

კუნძულ სარდინიაზე გავრცელებული მასშტაბური ხანძრის გამო, იტალიამ დახმარებისთვის ევროკავშირს მიმართა.  სარდინიაში საგანგებო ვითარების რეჟიმი გამოცხადდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ხანძარმა უკვე გაანადგურა რამდენიმე საწარმო და საცხოვრებელი შენობა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, მაგრამ ხანძრის გავრცელების საფრთხის გამო, სარდინიაზე რამდენიმე ასეული ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

სარდინიაზე ტემპერატურამ 40 გრადუსს მიაღწია. ხანძრის ჩაქრობის პროცესში 7 500-მდე ადამიანი, შვიდი სპეციალური თვითმფრინავი და 13 ვერტმფრენი მონაწილეობს.

იტალიის ხელისუფლების ინფორმაციით, ხანძართან საბრძოლველად საფრანგეთმა ორი თვითმფრინავი გაგზავნა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში