მსოფლიოში კოვიდით ინფიცირების მაჩვენებელი 194 მილიონს აჭარბებს

26 ივლისი 2021, 11:52 596 ნახვა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 194 მილიონს აჭარბებს. განსაკუთრებით სწრაფად ვირუსის "დელტა" ვარიანტი ვრცელდება.

გერმანიის კანცლერის განცხადებით, მომდევნო თვეებში ინფიცირების მაჩვენებლის მატების შემთხვევაში, შესაძლოა, არავაქცინირებული პირებისთვის გერმანიაში შეზღუდვები დაწესდეს. სოციალური დისტანციის წესებს ამკაცრებს სამხრეთ კორეა. ინდონეზიაში კი დაწესებული რეგულაციები ერთი კვირით გახანგრძლივდა.

ამერიკის შეერთებული შტატებში კი პირბადის ტარების წესისა და ვაქცინის ე.წ. "ბუსტერ" დოზების შეთავაზების საკითხს განიხილავენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში