მეტ ვალს ბიუჯეტი არ აიღებს და ვერც აიღებს, თუმცა არც არის ამის აუცილებლობა, მოგიწოდებთ ჩაიტაროთ ვაქცინაცია - ნათია თურნავა

26 ივლისი 2021, 12:31 1200 ნახვა

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, პანდემიის დროს ქვეყანამ აიღო საკმაოდ დიდი ვალდებულება. მსოფლიო მასშტაბით საგარეო ვალის მოცულობა საკმაოდ გაიზარდა, ასევე მოხდა საქართველოშიც.

მისივე განცხადებით, ჩვენ ფაქტიურად ზღვარზე ვართ ფისკალური ვალდებულებების თვალსაზრისით.

ნათია თურნავა ამბობს, რომ მეტ ვალს ბიუჯეტი არ აიღებს და ვერც აიღებს, თუმცა არც არის ამის აუცილებლობა.

"როცა ქვეყანაში გაქვს 2 მლნ დოზა ვაქცინა, როცა მილონი დოზა ვაქცინა არის პრაქტიკულად გზაში, რა საჭიროა დავამძიმოთ ჩვენი მოსახლეობა და ბიუჯეტი დამატებითი სესხით. ამის სანაცვლოდ ყველას მოვუწოდებ, შეგნებულად მიუდგეს ამ საკითხს და ჩაიტაროს ვაქცინაცია"-განაცხადა ნათია თურნავამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში