,,დელტა'' შტამის გავრცელების მაჩვენებელი შესაძლოა  40-50% იყოს - თამარ გაბუნია 

26 ივლისი 2021, 15:24 985 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა 40-50%-ს „დელტა“ შტამი აქვს.

„თუ აქამდე ვსაუბრობდით, რომ დელტა შტამი დაახლოებით, 20%-ში ცირკულირებდა, ახლა ეს უკვე იზრდება და სავარაუდოდ, 40-50%-იც კი შესაძლოა, იყოს ,,დელტა'' შტამის გავრცელების მაჩვენებელი. ევროპის ქვეყნები თითქმის უახლოვდება იმ მდგომარეობას, რომ „დელტა“ შტამი ყველა სხვა შტამს ანაცვლებს, ასე რომ, ტენდენციები ჩვენთანაც მსგავსია“, - განაცხადა გაბუნიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში