შეზღუდვა სულაბერიძის ქუჩაზე

26 ივლისი 2021, 13:52 1282 ნახვა

სულაბერიძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო სატრანსპორტო მოძრაობა ცალმხრივად შეიზღუდა.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ამის გამო პუშკინიდან ბაგრატიონის ქუჩისკენ  ავტომობილები  გურამიშვილის ქუჩის გავლით იმოძრავებენ. 

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია სანიაღვრე სისტემის, ბორდიურებისა და ტროტუარების მოწყობა. გზის სავალ ნაწილზე ფილების ნაცვლად დაიგება ასფალტის საფარი.

პროექტის ღირებულება 1 მილიონ 340 ათას 877 ლარს შეადგენს და წლის ბოლოს უნდა დასრულდეს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში