საოჯახო სასტუმრო შუახევში

26 ივლისი 2021, 20:04 1286 ნახვა

ზაფხული საუკეთესო დროა მთიანი აჭარის მოსანახულებლად. განსაკუთრებულ ჰავასთან და ბუნებასთან ერთად, აქაურობას კიდევ უფრო განსაკუთრებულს ადგილობრივი მაცხოვრებლები ხდიან, რომლებიც აქტიურად ერთვებიან ვიზიტორების მიღებასა და სტუმარ-მასპინძლობაში.

მრავალფეროვანია ზემო აჭარის სამზარეულოც. ბევრ სოფელში სახლები, საოჯახო სასტუმროებად გადააკეთეს, რაც პანდემიის დროს ბევრისთვის საუკეთესო გამოსავალიც აღმოჩნდა, თუმცა ახლა, ტურისტული სეზონის გააქტიურებასთან ერთად აჭარის მთაში საოჯახო ტიპის სასტუმროს ზოგიერთი მფლობელი სტუმრების ნაკლებობას უჩივის. მამა-შვილის საოჯახო ბიზნესი შუახევის მუნიციპალიტეტიდან.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში